Wednesday, June 13, 2012

მერლინ მონრო

აღფრთოვანებული ვარ მერლინ მონროთი, ნიჭი, სილამაზე, სიჭკვიანე, ყველა საუკეთესო თვისება ერთ ადამიანში მართლაც საოცარია .მას შემდეგ, რაც მერლინ მონრო ეკრანებზე გამოჩნდა, ის ფაქტიურად გახდა "საოცარი მოვლენა" 
რომლის მიმართაც ჯერ კიდევ ვერავინ წყვეტს აღფრთოვანების დამალვას.მათ შორის მეც.მსახიობი ამბობდა "სილამაზეს და ქალურობას არ აქვს ასაკი, ამ თვისებების შექმნა კი არ შეიძლება."
რათა გაესვა ხაზი ბუნებრივი სექსუალურობისთვის ის ხშირად იყენებდა წითელ ტუჩსაცხსა და შავ ლაინერს თვალებისთვის. "ჩვენ, ქალებს გვაქვს მხოლოდ 2 იარაღი: ტუში წამწამებისა და ცრემლებისთვის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი ერთდროულად. -ხუმრობდა მერლინი.
ცნობილია, რომ მერლინ მონრო არასოდეს არ იღებდა რუჯს, მას მოსწონდა ქარაფშუტა ქერა გოგონად ყოფნა. 
სილამაზის შენარჩუნებაზე კი ასე ავბედითად ხუმრობდა: "ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისე უფრო ადვილი იქნებოდა სიბერისგან თავის დაღწევა, რომ მომკვდარიყავი ახალგაზრდა. მაფრამ მაშინ ჩემი ცხოვრება დარჩებოდა დაუმთავრებელი და ამოუცნობი".

ამიტომაც გადავწყვიტე მასზე გამეკეთებინა ბლოგი , რათა თქვენც შეგეტყოთ მის შესახებ ზოგიც ნაცნობი და ზოგიც უცნობი ამბები ... 



ბიოგრაფია:

      სრული სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი
დაბადების თარიღი: 1926 წლის 1 ივნისი.ლოს ანჯელესი,კალიფორნია,აშშ
გარდაცვალების თარიღი: 1962 წლის 5 აგვისტო. ლოს ანჯელესი,კალიფორნია,აშშ(ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა)
სიმაღლე: 1.66
 ყველაზე განთქმული ქალი მსახიობთა შორის , მერლინ მონრო , როგორც ნორმა ჯინ მორტენსონი დაიბადა სამშაბათს , ლოს ანჯელესის სამშობიაროში.მერლინის დაბადების თანავე მამამისმა იყიდა მოტოციკლეტი და ჩრდილოეთისაკენ , კერძოდ კი სან-ფრანცისკოსკენ აიღო გეზი ,  მან ოჯახი მიატოვა. მერლინი ისე გაიზარდა , რომ არ იცოდა ვინ იყო მამამისი, როდესაც მერლინმა დედამისის გლედისის რამოდენიმე რომანის შესახებ შეიტყო კიდევ უფრო  გაურკვეველი გახდა მამამისის ვინაობა. შემდეგ გლედისმა  მერლინს გვარი ბეიკერი მისცა , ბეიკერი იყო გლედისის შეყვარებული სანამ მორტენსონს გაიცნობდა .  სიღარიბე დედა-შვილის მუდმივი თანამგზავრი  გახდა . გლედისს არ ჰქონდა დრო , რომ შვილისთვის მიეხედა ამიტომ მერლინი დიდ დროს მეზობლის სახლებში ატარებდა . ცხრა წლის ასაკში ის მიაბარეს  ბავშვთა  სახლს, სადაც მას ორი წლის გატარება მოუწია. სემდეგ ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა აღსაზრდელად. 16 წლის ასაკში ის ცოლად გაყვა 21 წლის თვითმფრინავის  ქარხნის მუშას ჯეიმს დოგერტის. ქორწინება 4 წელს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მერლინმა დაიწყო მოდელობა და წარდგენა საცურაო კოსტუმებს , თავისი  ყავისფერი თმაც ქერად გადაიღება. მაშინვე  მოექცა ხალხის  თვალში და რამოდენიმე  მაღალანაზღაურებადი კონტრაქტის  გააფორმა. 1947 წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა მერლინმა ფილმებში მიიღო მონაწილეობა. ის არც სამოდელო კარიერას ტოვებდა.  არ წყდებოდა  მისი გადაღება ფილმებში. 1962 წელს ფოქსმა  ის კომედიური ფილმის მთავარ გმირად აირჩია , მაგრამ მისი დასრულება ვერ მოხერხდა , მერლინი დაიღუპა , როდესაც 36 წლის იყო... მან სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ 30 ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება , მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არასოდეს ჩაბარდება.
რაც შეეხება ქმრებს ზუსტი ცნობები მერლინის მხოლოდ სამ ქმარზე არსებობს : ჯიმ დაგერტი , ჯო დი მაჟო და არტურ მილერი.
1. ჯიმ  დაგერტი 20 წლის იყო. ნორმაზე ზრუნავდა. პირველმა ქორწინებამ 4 წელი გასტანა.
2. ჯო დი მაჟო მიუხედავად იმისა , რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარსკვლავის -ჯო დის მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას.  იანვარში კი დაქორწინდნენ. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე , განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება , საოცრად ეჭვიანი იყო ,  ხანდახან ხელიც აღუმართავს  ცოლზე. 9 თვეში დაშორდნენ , მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. არტურ მილერთან გაყრის გამო თავდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად . '' პეინ-უაიტნის'' ფსიქიატრიული  საავადმყოფოდანაც გამოიყვანა , სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა.
3. არტურ მილერი- '' ჩემი სიცოცხლე ''. დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან , რამდენიმე დღეში , 1950 წელს ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო  და 2 შვილი ჰყავდა. ''იმით გამიტაცა , რომ ჭკვიანია . მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დარჩენილი მამაკაცის გონებაზე ძლიერია.'' ერთად 4 წელი იყვნენ. 1961 წელის 20 იანვარს გაეყარნენ. ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა.
4. მერლინის 4 ქორწინება ???
მერლინის სიკვდილი: მერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლოს 4 ვერსიაა ცნობილი.
1. კენედის შეკვეთილი მკვლელობა . 1954 წელს მერლინს ტყავისყდიანი დღიური შეუძენია. მასში ჯონ კენედის  საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა. მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა. გაჩნდა ცნობილი დღიური -მაკომარომენტებული ცნობით სავსე გემრიელი ლუკმა კონკურეტებისათვის , მაფიისთვის და თავად პრეზიდენტისთვის.
2. სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო. მერლინ მონროს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა. მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად ცნობილი იყო, რომ კენედების შანტჟისა  და  კომპრომენტებისათვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა.
3. უბედური შემთხვევა - ნარკოტიკების ჭარბი დოზა. ნარკოტიკების მიღებას მერლინი 1953 წლიდან იწყებს.
4. თვითმკვლელობა. თავის მოკვლა 2ჯერ სცადა. ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ-აბები მიიღო.
  მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც და ევროპაშიც. უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის ამოსახსნელად , ხოლო ეკრანებზე მისი  შემოქმედებისათვის , მიძღვნილი რამდენიმე ფილმი გამოვიდა : '' მერლინი '' ,  '' ნახვამდის ნორმა ჯინ'' ,  '' მერლინ მონროს უკანასკნელი დღეები '' . თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობდა შეაღწიოს  იმ ქალის სულში , რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან , რომ ვერ გაუგეს....

მერლინ მონროს შესახებ საინტერესო ფაქტები:



1. მერლინი იყო პირველი ქალი , რომელიც ჟურნალ '' ფლეიბოის ''  გარეკანზე მოხვდა.
2. ბავშვობაში ქერა იყო თუმცა , რომ წამოიზარდა თმა გაუმუქდა.
3. გამონაყრის შიშით სახეს დღეში 15-ჯერ იბანდა.
4. სამოდელო კარიერის დასაწყისში იღებდა მხოლოდ 5 დოლარს.
5. მას შესთავაზეს მონაკოს პრინცის ცოლობა.
6. ფიქრობდა , რომ მისი საუკეთესო მხარე იყო მარჯვენა პროფილი.
7. აარებდა სათვალეს.
8. უქმე დღეებში მხოლოდ ხალათს იცვამდა.
9. როდესაც დაჯილდოვებაზე კაბა გაეხა მერლინი ცრემლებად იღვრებოდა და ტირილს ვერ იკავებდა.
10. იყო ჯეიმ ჰასპიელის კარგი მეგობარი.
11. მის შესახებ 600 წიგნი დაიწერა.
12. დედის მხრიდან 2 ძმა ჰყავდა. ერთი 14 წლის დაიღუპა.
13.მერლინის საყვარელი სასმელი შამპანიური იყო.
14. ჯო დი მაჯოს უკანასკნელი სიტყვები: '' როგორც იქნა მივდივარ მერლინის სანახავად.''

15. ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც ჩვენ ვქმნით მას.



16. დიახ, ეს ჭეშმარიტებაა, თუმცა აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოვაწყოთ იგი: როგორ ვიცხოვროთ, ვისთან ვიმეგობროთ და ვის დავუდგეთ გვერდში.



17. ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ისევ მიდიან,  მაგრამ მხოლოდ ისინი, რომლებიც მუდმივად რჩებიან არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები. შენც ეცადე, რომ არასოდეს მიატოვო ისინი...



18. ასევე მსურს გახსოვდეთ, რომ დები და ძმები ჩვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო მეგობრები არიან . . .

19. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს:  ისინიც ხშირად მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ხშირადვე მიდიან... არა, არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ მათი უმეტესობა გულს გვტკენს, თუმცა შენ, ამის გამო, არ უნდა დანებდე, რადგან თუ ასე მოიქცევი და ბრძოლას შეწყვეტ, დიდი შანსია , რომ ვერასოდეს იპოვნი შენს ნამდვილ სიყვარულს... ვერასოდეს იპოვნი ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეგიყვარებს და ყველაფერს გაიღებს შენთვის...



20. ფაქტი, რომ ერთხელ არ გაგიმართლა, სულაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერში გაგიმართლებს... სცადე კიდევ და კიდევ, გააგრძელე გზა, ნუ შეწყვეტ ბრძოლას და ყოველთვის  გჯეროდეს საკუთარი თავის...

21. თავად თუ არ გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, აბა სხვა ვინ დაიჯერებს? დაფიქრდი ამაზე...

22. ასე, რომ თავი მაღლა ასწიე და ნუღარასოდეს დახრი მას!!! და რაც ყველაზე მთავარია: მუდამ გაიღიმე, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის არის რაღაც , რისთვისაც ნამდვილად ღირს არ დაიზარო ეს...

მერლინ მონროს გამონათქვამები 


1. მე ვიყავი კალენდარზე , მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ დროში.
2. მე კარგად გამოვიყურები , მაგრამ არ ვარ ლამაზი.
3. მე ვცოდავ , მაგრამ არ ვარ ეშმაკი.
4. მე კარგი ვარ , მაგრამ არ ვარ ანგელოზი.
5. როდესაც პატარა ვიყავი არავინ მეუბნეოდა , რომ ლამაზი ვარ , პატარებს ეს უნდა უთხრათ , თუნდაც არ იყვნენ ლამაზები მაინც.
6. ძაღლები არასოდეს მკბენდნენ , მხოლოდ ადამიანები.
7. მე ნამდვილი ქალი ვარ და ეს მსიამოვნებს.
8. მე არ მინდა ფულის კეთება , მე უბრალოდ მინდა ვიყო გასაოცარი.
9. მე ძალიან ბევრი ფანტაზია მქონდა დიასახლისობასთან დაკავშირებით . მგონი თვითონ ვარ  ფანტაზია.
10. უკეთესია უბედური იყო მარტო ვიდრე სხვასთან ერთად.
11. მსახიბი არ არის მანქანა , მაგრამ ამუშავებენ, როგორც მანქანას , ფულის მანქანას.
12. სიცრუეა ის , რომ მე არაფერი გამაჩნდა , მე რადიო მქონდა ჩართული.
13. თუ მე ვთამაშობ სულელ გოგოს და კითხვასაც სულელურს ვსვამ  ეს გამართლებულია , აბა რა უნდა ვაკეთო ინტელიგენტივით მოვიქცე?
14. მე საკუთარ თავს აღვადგენ , როდესაც მარტო ვარ.
15. ჰოლივუდი ის ადგილია , სადაც კოცნისთვის 1000 დოლარს გადაგიხდიან , ხოლო სულელისთვის 50 ცენტს.






პრეზენტაცია











ამერიკელმა ფოტოგრაფმა ენტონ ფიურიმ გამოაქვეყნა უნიკალური, დღემდე უცნობი მერლინ მონროს ფოტოები.უნიკალური ფოტოები ფოტოგრაფმა შეიძინა ერთ-ერთ ნიუ-იორკელ “გარაჟულ” აუქციონზე 1980 წელს.მფლობელი თვლიდა ორ კონვერტს ნეგატიური სურათებით არასასარგებლო ნივთად და დიდი სიამოვნებიათ მიყიდა ენტონს თითო კონვერტი ორ დოლარად.
30 წელზე მეტი ინახავდა ავტორი სურათებს მათი გამოქვეყნება გადაწყვიტა მერლინ მონროს დაბადების დღეზე: 1 ივნის მსახიობს შეუსრულდებოდა 85 წელი.





იმ დღეს ფოტოგრაფი საერთოდ არ ელოდა მილიონობით მამაკაცის ოცნების ქალთან შეხვედრას. სტეკლერის თქმით, 83 წლის სანდბერგმა ის უბრალოდ გააფრთხილა, რომ მასთან სტუმარი მოვიდოდა. ”რამდენიმე საათის შემდეგ მე კარის გასაღებად გავემართე და იქ პირისპირ მერლინ მონროს შევხვდი. ის იმაზე უფრო მომხიბლავად გამოიყურებოდა, ვიდრე ეკრანზე”, – ჰყვება ლენი.
მერლინმა დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ სალონში ვარცხნილობას იკეთებდა, როდესაც სტეკლერი მოაგონდა. ფოტოსესიის შემდეგ მწერალი, მსახიობი და ფოტოგრაფი ვისკის მიირთმევდნენ.
იმ დღეს გადაღებული ყველა შავთეთრი ფოტო ფოტოგრაფმა გასაყიდად გამოფინა. მისი თქმით, მას აღარც კი ახსოვდა ამ ფოტოების შესახებ. თითოეული ფოტო მერლინ მონროს სილამაზის თავყვანისმცემლებს 2000-დან 4000 დოლარამდე დაუჯდებათ.





მკვლევარებმა მერლინ მონროს გამოუქვეყნებელი ფოტოები იპოვეს და მერლინის ახალ წიგნში “მერლინ მონრო აგვისტო 1953″_ში შეიტანეს რომლის ჩვენებაც კანადაში გაიმართა.
მერლინის უცნობი ფოტოების დათვალიერება სულ რაღაც 40 დოლარი ღირს.ასევე წიგნიც.



მერლინ მონროს სიმღერა, მიძღვნილი მისი საყვარლის ჯონ კენედის 45 წლის დაბადების დღისადმი
ანუ ყველაზე სექსუალური, ტკბილ ხმიანი და ამავდროულად დარდიანი სიმღერა.
ძნელია ამ სიმღერაში დიდი ტკივილი არ ამოიკითხო

1962 წლის 19 მაისს ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის 45 წლის იუბილე მედისონ სქუარ გარდენში დიდი წვეულებით აღნიშნეს. მოწვეულ სტუმრებს შორის უამრავი პოლიტიკოსი და სელებრითი იყო.
მოწვეული იყო ასევე მერლინ მონრო, იმ დროის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და აღიარებული სექს სიმბოლო. მაშინ მერლინს უამრავ რომანს მიაწრდნენ, რა თქმა უნდა მას ბევრი ეტრფოდა, თუმცა ბიოგრაფიული წიგნებიდან ირკვევა, რომ ეს ლამაზი ქალბატონი ძლიერ იტანჯებოდა მარტოობით.




არავინ იცის მერლინის გასმოვლა წინასწარ დადგმული იყო, თუ ქალის სურვილი და ექსპრომტი
ამბობენ მერლინს საერთოდ არ სურდა ამ ღონისძიებაზე წასვლა, რადგან პრეზიდენტის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგებოდა. ის უარყოფდა მერლინს, თუმცა კი მისკენ მიილტვიდა.
პიტერ ლაუფორდმა (კენედის მაზლმა) გამოაცხადა მერლინ მონროს გამოსვლა (ამბობენ მისი თხოვნით იმღერა მერლინმა)… და ეს მერლინისთვის სცენაზე ბოლო გამოჩენა აღმოჩნდა. იქნებ სწორედ ამ საქვეყნოდ გახმაურებულმა სიმღერამ და შიგნით ჩადებულმა სიყვარულმა და დარდმა გასთქვა მონრო-კენედის წყვილი და ეს ქალისთვის უკანასკნელი სიმღერა აღმოჩნდა…
მერლინმა თავისი სიმღერას კლასიკურ “Happy Birthday to You” -ს Mr. President დაუამტა
Happy birthday to you
Happy birthday to you
Happy birthday Mr President
Happy birthday to you
შემდეც კი სიმღერიდან “Thanks for the Memory” ტექსტი ამოკრიბა და Mr. President -ს მოარგო
Thanks, Mr. President
For all the things you’ve done
The battles that you’ve won
The way you deal with U.S. Steel
And our problems by the ton
We thank you so much
და დარბაზში უზარმაზარი ტორტი შემოიტანეს. მერლინი კი ხელებით და ხტუნვა ხტუნვით უხმობდა ორკესტრს მელოდია ხელახლა დაეწყოთ…
შემდეგ ჯონ კენედი სცენაზე ავიდა და სამადლობლო სიტყვა თქვა და გაიხუმრა
“I can now retire from politics after having had Happy Birthday sung to me in such a sweet, wholesome way,”



ეს მერლინის ბოლო გამოჩენა იყო ესტრადაში


მერლინს ჟან ლუისის 2500 მბზინავი ქვით მოჭედილი კაბა ეცვა, რომელიც მომავალში ამ სიმღერის სიმბოლო გახდა და მოგვიანებით ის აუქციონზე რამოდენიმე მილიოონად გაიყიდა.
კაბის ფასს კიდევ უფრო ის ზრდიდა, რომ ის იმდენად ვიწყო იყო, რომ მონროს ამ კაბის ჩაცმა შიშველ ტანზე მოუწია.



მერლინი დღემდე ლეგენდაა ! ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მონრომ თავისი სტილითა და გარეგნობით შეცვალა უამრავი ქალბატონის ცხოვრება. მაგრამ არამარტო ქალბატონის, არამედ მთელი მსოფლიოსი. მერილინ მონრომ აშკარა კვალი დატოვა ხელოვნებასა და კულტურაში. განვიხილოთ ამ მშვენიერი ქალბატონის კულტი დღევანდელ სამყაროში.
1) მერილინ მონროს ძეგლები.
ჩიკაგო













მერილინის მეორე ძეგლი ნორვეგიაში, ქალაქ ჰაუგესუნდში დგას. ცოტამ თუ იცის, რომ მონრო წარმოშობით ნახევრად ნორვეგიელი იყო.


ეს კი მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში განთავსებული მერილინის ქანდაკებებია.






2) თოჯინა-მერილინი.
უამრავი თოჯინაა შექმნილი, რომელიც მონროს ზუსტი ასლია. თოჯინების ავტორთა ჩანაფიქრიც ალბათ მერილინის “გაცოცხლება” იყო.




















3) ვარსკვლავი.
ვარსკვლავი დიდების ხეივანში-ეს სიყვარულისა და პატივისცემის უდიდესი გამოხატულებაა.














გამოყენებული ლიტერატურა: google, Wikipedia.


No comments:

Post a Comment